გაქვს კითხვა? დატოვე კომენტარი
ონჯობ
შესვლა

რატომ უნდა გახდე ონლაინ აგენტი?

დარეგისტრირდი

გადმოამისამართე დაზღვევის მსურველი ალდაგში

დააზღვიე და მიიღე ანაზღაურება 100-დან 1000 ლარამდე!

ჩართე მეგობრები დააგროვე ქულები აირჩიე საჩუქრები

გახდი საუკეთესო აგენტი

რატომ უნდა შესთავაზო მომხმარებელს დაზღვევა?

დაზღვევა მომხმარებელს იცავს მოულოდნელი შემთხვევისას ფინანსური დანაკარგისგან. მომხმარებელი უფრო დაცულად გრძნობს თავს, რადგან არ მოუწევს დიდი დანახარჯის გაწევა გაუთვალისწინებელად.

რა პროდუქტებს სთავაზობ მომხმარებელს?

ავტო დაზღვევა

ინდივიდუალური დაზღვევის პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შეგიძლია შესთავაზო ავტომობილის დაზღვევა, რომლის პირობები ყველა მომხმარებელზე ინდივიდუალურად არის მორგებული.

ავტომობილის დაზღვევის შედეგად იფარება შემდეგი რისკები: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, სტიქიური უბედურებები, სეტყვა, მიწისძვრა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

ქონების დაზღვევა

შესთავაზე მომხმარებლებს ქონების დაზღვევა! ალდაგის ქონების დაზღვევის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების დაზღვევა სასურველი ტარიფითა და გადახდის მოქნილი პირობებით.

შეგიძლია დააზღვიო: ახალი ბინა, სახლი ან აგარაკი, შიდა მოპირკეთება, საყოფაცხოვრებო, საინჟინრო მოწყობილობები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მობილური ელექტროტექნიკა.

აგროდაზღვევა

შესთავაზე მომხმარებელს აგროდაზღვევა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსავლის დაზღვევის საფასურის ნაწილი დაფინანსდება. ფერმერს შეუძლია დააზღვიოს: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები, ხეხილი და ციტრუსი.

მოსავლის დაზღვევით იფარება შემდეგი რისკები: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია აგროდაზღვევის სხვა პროდუქტების შეთავაზებაც.

ვინ დააზღვევს დარეგისტრირებულ მომხმარებელს?

ჯემალ ვეფხვაძე

ავტო, ქონება

სალომე კორძაძე

ავტო, ქონება

თეონა თანდილაშვილი

ავტო, ქონება

X