გაქვს კითხვა? დატოვე კომენტარი
ონჯობ
შესვლა

წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" ონლაინ აგენტის საქმიანობის წესებსა და პირობებს (შემდგომში "წესები და პირობები") და დაეთანხმოთ მათ. ონლაინ აგენტის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში.

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" ონლაინ აგენტად (შემდგომში აგენტი) შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს მოქალაქე, რომლსაც შეუსრულდა 16 წელი.

ვებ პორტალი, ისევე როგორც პორტალზე განთავსებული სასაქონლო ნიშნები, მომსახურების აღწერა, წინამდებარე წესები და პირობები, წარმოადგენს სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" საკუთრებას და მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს პირადი თუ სხვა მიზნებისათვის აღნიშნული აქტივი.

ვებ პორტალზე რეგისტრაცია, ისევე როგორც მისი შემდგომი გამოყენება, მომხმარებელმა უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ იგი დარწმუნებულია, რომ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ვებ პორტალზე აქტივობ/ებ/ის განხორციელებისათვის.

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" მიერ მიღებულია ყველა გონივრული ზომა ვებ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფისათვის. ამასთან, ვებ პორტალზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლებელია შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს / ცდომილებებს, რომლებზეც არ ვრცელდება სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" პასუხისმგებლობა. სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" პასუხისმგებლობა, ასევე, გამოირიცხება ისეთი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია ვებ პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომხმარებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ან ქმედებებით.

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" მიიღებს ყველა გონივრულ ზომას მომხმარებლის პერსონალური და სხვა ინფორმაციის დასაცავად, რომელიც მომხმარებელმა ხელმისაწვდომი გახადა ვებ პორტალის მეშვეობით;

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" არ არის პასუხისმგებელი ისეთ ზიანზე რომელიც გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსით, ვებ პორტალზე უკანონო შეღწევით, მომხმარებლის მიერ უსაფრთხოების ზომების დაუცველობით ან სხვა გარემოებით, რომლიც სცილდება სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" გონივრული შესაძლებლობებისა და კონტროლის ფარგლებს.

ვებ პორტალზე შესაძლებელია განთავსებულ იქნას სხვა სუბიექტების ვებ გვერდის ან სხვა რესურსის ბმულები. სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" პასუხს არ აგებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნას მომხმარებლის მიერ ასეთ ბმულებზე გადასვლის, ასეთი ბმულებიდან მიღებული ინფორმაციის, შეთავაზების ან მათთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი გარემოების შედეგად.

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ პერიოდულად შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები, რის შესახებაც მომხმარებელი ინფორმირებული იქნება შეტყობინების მეშვეობით ავტორიზაციის გავლამდე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაეთანხმება წესებსა და პირობებში ცვლილებებს, მას ექნება შესაძლებლობა გაიაროს ავტორიზაცია დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მომხმარებლის პროფილის დეაქტივაცია.

მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ვებ - პორტალზე რეგისტრაციისას მითითებული პაროლის კონფიდენციალურობა და არ გადასცეს იგი მესამე პირებს, ვინაიდან ვებ პორტალზე მომხმარებლის პროფილის მეშვეობით განხორციელებული აქტივობა ითვლება მომხმარებლის მიერ შესრულებულად და წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.

აგენტად რეგისტრაციისათვის აუცილებელია მითითებულ იქნას შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) სახელი
ბ) გვარი
გ) პირადი ნომერი
დ) მობილური ტელეფონის ნომერი
ე) ელექტრონული ფოსტა
ვ) მისამართი

მომხმარებელი აგენტად რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნას სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" მიერ, სააგენტო ურთიერთობების, სადაზღვევო მომსახურების გაწევის ან/ და შეთავაზების ან/და მომსახურების ხარისხის ან/და მომსახურების დანერგვისათვის კვლევის მიზნებისათვის.

მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მოთხოვნილი რომელიმე პერსონალური მონაცემის მიუთითებლობის შემთხვევაში აგენტად რეგისტრაცია არ განხორციელდება;

აგენტის ვებ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ აგენტმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია პროფილში შესასვლელად;

აგენტს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარ პროფილში ატვირთოს პირადობის მოწმობის ფოტო ასლი.

რეგისტრაციის შემდეგ აგენტს ენიჭება უფლება ავტოტრანსპორტისა და ქონების დაზღვევის სახეობაში მოიძიოს და გადაამისამართოს ფიზიკური პირები სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგში" შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის. ასევე, მოიძიოს პირები რომლებსაც სურვილი აქვთ დარეგისტრირდნენ აგენტად.

აგენტი თავისი პროფილის მეშვეობით უზრუნველყოფს პოტენციური მომხმარებლისათვის სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზებას და, პოტენციური მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, პოტენციური მომხმარებლის თანხმობით ინიშნავს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

ა) მომხმარებლის სახელი და გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) მობილური ტელეფონის ნომერი/ ნომრები.

პერსონალური ინფორმაციის ჩანიშვნამდე აგენტი ვალდებულია მიაწოდოს პოტენციურ მომხმარებელს შემდეგი ინფორმაცია:

პოტენციური მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია დამუშავებული იქნება სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევის ან/ და შეთავაზების ან/და მომსახურების ხარისხის ან/და მომსახურების დანერგვისათვის კვლევის მიზნებისათვის.

პოტენციური მომხმარებლისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხს აგებს სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" წინაშე მის მიერ მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პირდაპირი და არაპირდაპირი ზიანისათვის.

აგენტი, პოტენციური მომხმარებლისაგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, ვალდებულია დაარეგისტრიროს აღნიშნული მონაცემები მისი პროფილის მეშვეობით. პოტენციური მომხმარებლის რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა სავალდებულო ველის შევსება.

პროფილის მეშვეობით შეზღუდულია ზოგიერთი კატეგორიის მომხმარებლის რეგისტრაცია, რის შესახებაც აგენტს პორტალის მეშვეობით მიეწოდება შესაბამისი შეტყობინება.

გადმომისამართებულ ახალ მომხმარებელთან ალდაგის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ იწყებს კონტაქტს და სთავაზობს პროდუქტს.
იმ შემთხვევაში, თუ შენ მიერ გადმომისამართებულმა პირებმა დააზღვიეს სამი ქონება ან სამი ავტომობილი - მიიღებ 100 ლარს და ირჩევ სასურველი ანაზღაურების ფორმას. დაზღვეულების რაოდენობის გაზრდით გაქვს შესაძლებლობა მიიღო მზარდი ანაზღაურება!

  • 3 დაზღვეული - 100 ლარი
  • 5 დაზღვეული - 200 ლარი
  • 8 დაზღვეული - 400 ლარი
  • 12 დაზღვეული - 600 ლარი
  • 15 დაზღვეული - 800 ლარი
  • 15-ზე მეტი - 1000 ლარი

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შენ მიერ გადმომისამართებულმა პირებმა შეიძინეს ხუთი აგრო პოლისი - მიიღებ 100 ლარს. აგრო პოლისების გაყიდვისას, ონლაინ აგენტის ანაზღაურების სქემა შემდეგნაირია:

  • 5 დაზღვეული - 100 ლარი
  • 10 დაზღვეული - 250 ლარი
  • 25 დაზღვეული - 600 ლარი
  • 50 დაზღვეული - 1200 ლარი

ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, ბონუს ქულების დაგროვებით შენ შეგიძლია გახდე დამატებითი საჩუქრის მფლობელი. ბონუს ქულების გადანაწილების სქემა:

  • რეგისტრაციისას - 20 ქულა;
  • ახალი დამატებული დაზღვევით დაინტერესებული პირის კონტაქტი - 2 ქულა (ნომერი უნდა იყოს რეალური);
  • გადმომისამართებული მომხმარებლის დაზღვევის შემთხვევაში - 10 ქულა;
  • პირველი ანაზღაურების მიღებისას - 20 ქულა;
  • მოწვეული მეგობრის დარეგისტრირებისას - 10 ქულა;
  • მეგობრის დამატებულ თითო კონტაქტზე - 1 ქულა;
  • მეგობრის მიერ გადმომისამართებული მომხმარებლის დაზღვევისას - 5 ქულა;

www.onjob.ge-ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შენ უკვე გახდი ონლაინ აგენტი. თუ მოიწვევ სამ მეგობარს და დააგროვებ 300 ქულას, მოგენიჭება უფროსი ონლაინ აგენტის სტატუსი. ამის შემდეგ, ონჯობზე განხორციელებულ აქტივობაში, დაგერიცხება გაორმაგებული ქულები. ონჯობზე საშუალება გაქვს, გახდე მთავარი ონლაინ აგენტი. ამისათვის საჭიროა მოიწვიო 10 ან მეტი მეგობარი და შენ მიერ გადმომისამართებული კონტაქტებიდან მინიმუმ ერთმა, შეიძინოს სადაზღვევო პოლისი. როდესაც გახდები მთავარი ონლაინ აგენტი, დაგერიცხება გასამმაგებული ქულები.

აგენტი უფლებამოსილია აირჩიოს საკომისიოს მიღების ფორმა: ფულადი სახით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ან შესაბამისი ნომინალის სასაჩუქრე ვაუჩერი - არსებული ჩამონათვალიდან.

იმ შემთხვევაში, თუ აგენტის მიერ არჩეულია საკომისიოს მიღება ფულადი სახით, იგი ვალდებულია მიუთითოს მისი პირადი საბანკო ანგარიში. თუ აგენტი აირჩევს საკომისიოს მიღებას სასაჩუქრე ვაუჩერის სახით, იგი ვაუჩერის არჩევის შემდეგ უფლებამოსილია მიუთითოს არსებული ჩამონათვალიდან სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" მისამართი არსებული ჩამონათვალიდან, სადაც შეძლებს ვაუჩერის მიღებას.

საკომისიოს პირველად მიღებისას, მიუხედავად საკომისიოს მიღების ფორმისა, აგენტი ვალდებულია გამოცხადდეს სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" ოფისში და ხელი მოაწეროს შესაბამის ხელშეკრულებას. ასევე, თუ მის მიერ არჩეულია საკომისიოს მიღება ფულადი სახით, აგენტმა უნდა წარადგინოს ცნობა შესაბამისი ბანკიდან საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

X