გაქვს კითხვა? დატოვე კომენტარი
ონჯობ
შესვლა

ონლაინ სააგენტო

მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის და სამოგზაურო დაზღვევის სახეობაში

გთხოვთ, ყურადღების გაეცნოთ სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ონლაინ აგენტის საქმიანობის წესებსა და პირობებს (შემდგომში „წესები და პირობები“) და დაეთანხმოთ მათ. ონლაინ აგენტის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ონლაინ აგენტად (შემდგომში აგენტი) შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს მოქალაქე, რომლსაც შეუსრულდა 16 წელი.

ვებ პორტალი, ისევე როგორც პორტალზე განთავსებული ალდაგის სასაქონლო ნიშნები, მომსახურების აღწერა, წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ საკუთრებას და მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს პირადი თუ სხვა მიზნებისათვის აღნიშნული აქტივი.

ვებ პორტალზე რეგისტრაცია, ისევე როგორც მისი შემდგომი გამოყენება მომხმარებელმა უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ იგი დარწმუნებულია რომ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ვებ პორტალზე აქტივობ/ებ/ის განხორციელებისათვის.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ მიღებულია ყველა გონივრული ზომა ვებ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფისათვის, ამასთან ვებ პორტალზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლებელია შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს/ცდომილებებს, რომლებზეც არ ვრცელდება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ პასუხისმგებლობა. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ პასუხისმგებლობა ასევე გამოირიცხება ისეთი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისათვის რომელიც გამოწვეულია ვებ პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომხმარებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ან ქმედებებით.

სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ მიიღებს ყველა გონივრულ ზომას მომხმარებლის პერსონალური და სხვა ინფორმაციის დასაცავად რომელიც მომხმარებელმა ხელმისაწვდომი გადახდა ვებ პორტალის მეშვეობით;

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ არ არის პასუხისმგებელი ისეთ ზიანზე რომელიც გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსით, ვებ პორტალზე უკანონო შეღწევით, მომხმარებლის მიერ უსაფრთხოების ზომების დაუცველობით ან სხვა გარემოებით, რომლიც სცილდება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ გონივრული შესაძლებლობებისა და კონტროლის ფარგლებს.

ვებ პორტალზე შესაძლებელია განთავსებულ იქნას სხვა სუბიექტების ვებ გვერდის ან სხვა რესურსის ბმულები. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ პასუხს არ აგებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე რომელიც შეიძლება გამოწვეულ იქნას მომხმარებლის მიერ ასეთ ბმულებზე გადასვლის, ასეთი ბმულებიდან მიღებული ინფორმაციის, შეთავაზების ან მათთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი გარემოების შედეგად.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისმებრ პერიოდულად შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები, რის შესახებაც მომხმარებელი ინფორმირებული იქნება შეტყობინების მეშვეობით ავტორიზაციის გავლამდე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი დაეთანხმება წესებსა და პირობებში ცვლილებებს მას ექნება შესაძლებლობა გაიაროს ავტორიზაცია დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მომხმარებლის/აგენტის პროფილის დეაქტივაცია.

მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ვებ-პორტალზე რეგისტრაციისას მითითებული პაროლის კონფიდენციალურობა და არ გადასცეს იგი მესამე პირებს, ვიანიდან ვებ პორტალზე მომხმარებლის პროფილის მეშვეობით მიერ განხორციელებული აქტივობა ითვლება მომხმარებლის მიერ შესრულებულად და წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.

აგენტად რეგისტრაციისათვის აუცილებელია მითითებულ იქნას შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) სახელი
ბ) გვარი
გ) პირადი ნომერი
დ) მობილური ტელეფონის ნომერი
ე) მისამართი

მომხმარებელი აგენტად რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ, სააგენტო ურთიერთობების, სადაზღვევო მომსახურების გაწევის ან/ და შეთავაზების ან/და მომსახურების ხარისხის ან/და მომსახურების დანერგვისათვის კვლევის მიზნებისათვის.

მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მოთხოვნილი რომელიმე პერსონალური მონაცემის მიუთითებლობის შემთხვევაში აგენტად რეგისტრაცია არ განხორციელდება;

აგენტის ვებ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, აგენტმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია, პროფილში შესასვლელად;

აგენტი ვალდებულია საკუთარ პროფილში ატვირთოს პირადობის მოწმობის ფოტო ასლი.

რეგისტრაციის შემდეგ აგენტს ენიჭება უფლება მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის და სამოგზაურო დაზღვევის სახეობაში მოიძიოს ფიზიკური პირები და გასცეს მათზე შესაბამისი სადაზღვევო პოლისები.

აგენტი მისი პროფილის მეშვეობით უზრუნველყოფს პოლისის გამოსაწერად ყველა საჭირო ველის შევსებას და პირადად არის პასუხისმგებელი მის მიერ შევსებული მონაცემების სისწორეზე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აგენტი დაჯარიმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

აგენტი ვალდებულია მიაწოდოს კლიენტს/დამზღვევს შემდეგი ინფორმაცია:

კლიენტის/დამზღვევის/დაზღვეულის პერსონალური ინფორმაცია დამუშავებული იქნება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევის ან/ და შეთავაზების ან/და მომსახურების ხარისხის ან/და მომსახურების დანერგვისათვის კვლევის მიზნებისათვის.

კლიენტისათვის/დამზღვევისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხს აგებს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ წინაშე მის მიერ მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პირდაპირი და არაპირდაპირი ზიანისათვის.

აგენტი უფლებამოსილია გასცეს პოლისი დამზღვევზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადაზღვევო პოლისი პროგრამაში დადასტურდება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აგენტი დაჯარიმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

აგენტს მიეცემა საკომისიო მის მიერ შესაბამის გაყიდული სადაზღვევო პოლისების შესაბამისად შემდეგი სქემით:

  • მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხევაში, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ ფაქტობრივად მიღებული სადაზღვევო პრემიიის 10%-ის ოდენობით;
  • სამოგზაურო დაზღვევის შემთხევაში, სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ ფაქტობრივად მიღებული სადაზღვევო პრემიიის 9%-ის ოდენობით;

საკომისიო გადაიხდება ლარში, ანგარიშწორების დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, მხარეთა შორის შესაბამისი თვის ურთიერთშედარების აქტის ხელმოწერიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.

აგენტი ვალდებულია ანაზღაურების მისაღებად გამოცხადდეს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ოფისში და ხელი მოაწეროს შესაბამის ხელშეკრულებას და წარადგინოს ცნობა შესაბამისი ბანკიდან საბანკო რეკვიზიტების შესახებ.