გაქვს კითხვა? დატოვე კომენტარი
ონჯობ
შესვლა

გახდი ონლაინ აგენტი!

ონლაინ აგენტის სამუშაო ძალიან მარტივია. შენ შეგიძლია აკეთო საყვარელი საქმე, პარალელურად მუშაობდე სხვა სამსახურში და ამავდროულად, გადმოამისამართო დაზღვევის პოტენციური მომხმარებელი. მიიღე მისგან თანხმობა ჩვენთვის მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდების თაობაზე, მიუთითე მისი სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სასურველი სადაზღვევო პროდუქტი.


ონლაინ აგენტს ასევე აქვს უფლება გასცეს ავტომფლობელის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისა ( ავტო ტიპიელი ) და სამოგზაურო დაზღვევის პოლისები.

  • მოიძიე დაზღვევით დაინტერესებული პირი და მიიღე თანხმობა ჩვენთვის მისი პერსონალური ინფორმაციის მოწოდების თაობაზე.
  • შეავსე განაცხადი - მიუთითე მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და ატვირთე ყველა საჭირო დოკუმენტი.
    პოლისის გასააქტიურებლად, მომხმარებლის მიერ თანხის გადახდა უნდა მოხდეს 48 საათის განმავლობაში. გაყიდული პოლისიდან შენ მიიღებ საკომისიოს.

მიიღე ანაზღაურება

გადმომისამართებულ ახალ მომხმარებელთან ალდაგის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ იწყებს კონტაქტს და სთავაზობს პროდუქტს.


იმ შემთხვევაში, თუ შენ მიერ გადმომისამართებულმა პირებმა დააზღვიეს სამი ქონება ან სამი ავტომობილი - მიიღებ 100 ლარს და ირჩევ სასურველი ანაზღაურების ფორმას. დაზღვეულების რაოდენობის გაზრდით გაქვს შესაძლებლობა მიიღო მზარდი ანაზღაურება!

  • 3 დაზღვეული - 100 ლარი
  • 5 დაზღვეული - 200 ლარი
  • 8 დაზღვეული - 400 ლარი
  • 12 დაზღვეული - 600 ლარი
  • 15 დაზღვეული - 800 ლარი
  • 15-ზე მეტი - 1000 ლარი

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შენ მიერ გადმომისამართებულმა პირებმა შეიძინეს ხუთი აგრო პოლისი - მიიღებ 100 ლარს. აგრო პოლისების გაყიდვისას, ონლაინ აგენტის ანაზღაურების სქემა შემდეგნაირია:

  • 5 დაზღვეული - 100 ლარი
  • 10 დაზღვეული - 250 ლარი
  • 25 დაზღვეული - 600 ლარი
  • 50 დაზღვეული - 1200 ლარი

პოლისის გაყიდვისას აგენტი საკომისიოს მიიღებს, შემდეგი სქემით:

  • ავტომფლობელის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხევაში, სადაზღვევო პრემიიის 10%-ს;
  • სამოგზაურო დაზღვევის შემთხევაში, სადაზღვევო პრემიიის 9%-ს;

მომხმარებლის დარეგისტრირებისას გაითვალისწინე:

ყველა დარეგისტრირებული საკონტაქტო ინფორმაცია მოწმდება ალდაგის მიერ. ერთი და იმავე კონტაქტის დარეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში (ავტო დაზღვევა, ქონების დაზღვევა, აგროდაზღვევა).


რატომ უნდა შესთავაზო მომხმარებელს დაზღვევა?

დაზღვევა მომხმარებელს იცავს მოულოდნელი შემთხვევისას ფინანსური დანაკარგისგან. მომხმარებელი უფრო დაცულად გრძნობს თავს, რადგან არ მოუწევს დიდი დანახარჯის გაწევა გაუთვალისწინებელად).


რა პროდუქტებს სთავაზობ მომხმარებელს გადმომისამართებისას?

ავტო დაზღვევა

ინდივიდუალური დაზღვევის პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შეგიძლიათ შესთავაზოთ ავტომობილის დაზღვევა, რომლის პირობებიც ყველა მომხმარებელზე ინდივიდუალურად არის მორგებული.

ავტომობილის დაზღვევის შედეგად იფარება შემდეგი რისკები: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, სტიქიური უბედურებები, სეტყვა, მიწისძვრა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

ქონების დაზღვევა

შესთავაზეთ მომხმარებლებს ქონების დაზღვევა! ალდაგის ქონების დაზღვევის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების დაზღვევა სასურველი ტარიფითა და გადახდის მოქნილი პირობებით.

შეგიძლიათ დააზღვიოთ: ახალი ბინა, სახლი ან აგარაკი, შიდა მოპირკეთება, საყოფაცხოვრებო, საინჟინრო მოწყობილობები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მობილური ელექტროტექნიკა.

აგროდაზღვევა

შესთავაზე მომხმარებელს აგროდაზღვევა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსავლის დაზღვევის საფასურის ნაწილი დაფინანსდება. ფერმერს შეუძლია დააზღვიოს: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები, ხეხილი და ციტრუსი.

მოსავლის დაზღვევით იფარება შემდეგი რისკები: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია აგროდაზღვევის სხვა პროდუქტების შეთავაზებაც.


რა პროდუქტებს სთავაზობ მომხმარებელს პოლისის გაყიდვისას?

სამოგზაურო დაზღვევა

დაეხმარე შენს მეგობრებსა და ახლობლებს მოგზაურობის დაგეგმვაში. შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა ონჯობზე სწრაფად და მარტივად.

სამოგზაურო დაზღვევის ფარგლებში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ალდაგი უზრუნველყოფს ასისტანსის 24-საათიან საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას და აანაზღაურებს: სასწრაფო სამედიცინო დახმარების, გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობის, გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის, გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობის, გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მკურნალობისა და დაზღვეულის რეპატრიაციის ხარჯებს.

მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ( ავტო ტიპიელი )

შეიძინე შენთვის ან შენი ახლობლებისთვის ავტომფლობელის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ავტომობილით სხვა პირის ჯანმრთელობას ან ქონებას მიაყენებს ზიანს, სადაზღვევო კომპანია ალდაგი გადაუხდის მესამე პირს დაზიანებული ქონების (მათ შორის, ავტომობილის) აღდგენის ან დაზიანებული მესამე პირის მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს.

ჩართე მეგობრები და დააგროვე ქულები

მიეცი შენს მეგობარსაც იმის შესაძლებლობა, რომ საქმის პარალელურად ჰქონდეს დამატებითი შემოსავლის წყარო!


ურჩიე მეგობარს დარეგისტრირდეს ონჯობზე და მიიღე ბონუს ქულა! ეს მარტივია. მას შემდეგ, რაც გახდები ონლაინ აგენტი, გეძლევა საშუალება მეგობარს გაუზიარო ბმული, საიდანაც შეძლებს თავად დარეგისტრირდეს ონლაინ აგენტად. შენი მეგობრის ყოველ გადმომისამართებულ და დაზღვეულ მომხმარებელზეც დამატებით ქულებს დააგროვებ.


გადაცვალე ბონუს ქულები საჩუქრებში:

ქულები შეგიძლია გადაცვალო, ონჯობზე განთავსებულ კატალოგში წარმოდგენილ, შესაბამისი ღირებულების, ნებისმიერ სასაჩუქრე ვაუჩერში. 1 ქულა შეესაბამება 10 თეთრს. ქულების გამოყენება შეგიძლია მას შემდეგ, რაც შენ მიერ გადმომისამართებული ადამიანი დააზღვევს მინიმუმ ერთ ქონებას, ერთ ავტომობილს ან გასცემს ერთ აგრო პოლისს. კონკრეტული ვაუჩერის მიღების წესი დადგენილია ინდივიდუალურად. შესაბამისად, აუცილებელია, გაეცნო ინფორმაციას კონკრეტული საჩუქრის განყოფილებაში.

იხილე საჩუქრების კატალოგი

კვარტალური რეიტინგი

შენ უკვე გახდი ონლაინ სადაზღვევო აგენტი - გაქვს შესაძლებლობა ყოველთვე გამოიმუშავო 1000 ლარამდე ხელფასი!
დამატებით, ყველა აქტივობის განხორციელებისას, გიგროვდება ბონუს ქულები, რომელთა მიხედვითაც დგინდება კვარტალური რეიტინგი და გაქვს შანსი მიიღო სხვადასხვა საჩუქარი.


ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, ბონუს ქულების დაგროვებით შენ შეგიძლია გახდე დამატებითი საჩუქრის მფლობელი. ბონუს ქულების გადანაწილების სქემა:

  • რეგისტრაციისას - 20 ქულა;
  • ახალი დამატებული დაზღვევით დაინტერესებული პირის კონტაქტი - 1 ქულა (ნომერი უნდა იყოს რეალური);
  • გადმომისამართებული მომხმარებლის დაზღვევის შემთხვევაში - 10 ქულა;
  • პირველი ანაზღაურების მიღებისას - 20 ქულა;
  • მოწვეული მეგობრის დარეგისტრირებისას - 10 ქულა;
  • მეგობრის დამატებულ თითო კონტაქტზე - 0.5 ქულა;
  • მეგობრის მიერ გადმომისამართებული მომხმარებლის დაზღვევისას - 5 ქულა;

მეტი ვიდრე ონლაინ აგენტი

www.onjob.ge-ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შენ უკვე გახდი ონლაინ აგენტი.


თუ მოიწვევ სამ მეგობარს და დააგროვებ 300 ქულას, მოგენიჭება უფროსი ონლაინ აგენტის სტატუსი. ამის შემდეგ, ონჯობზე განხორციელებულ აქტივობაში, დაგერიცხება გაორმაგებული ქულები.

  • რეგისტრაციისას - 20 ქულა;
  • ახალი დამატებული დაზღვევით დაინტერესებული პირის კონტაქტი - 1 ქულა (ნომერი უნდა იყოს რეალური);
  • გადმომისამართებული მომხმარებლის დაზღვევის შემთხვევაში - 20 ქულა;
  • პირველი ანაზღაურების მიღებისას - 20 ქულა;
  • მოწვეული მეგობრის დარეგისტრირებისას - 10 ქულა;
  • მეგობრის დამატებულ თითო კონტაქტზე - 0.5 ქულა;
  • მეგობრის მიერ გადმომისამართებული მომხმარებლის დაზღვევისას - 10 ქულა;

ონჯობზე საშუალება გაქვს, გახდე მთავარი ონლაინ აგენტი. ამისათვის საჭიროა მოიწვიო 10 ან მეტი მეგობარი და შენ მიერ გადმომისამართებული კონტაქტებიდან მინიმუმ ერთმა შეიძინოს სადაზღვევო პოლისი. მთავარი ონლაინ აგენტის, ბონუს ქულების გადანაწილების სქემა:

  • რეგისტრაციისას - 20 ქულა;
  • ახალი დამატებული დაზღვევით დაინტერესებული პირის კონტაქტი - 1 ქულა (ნომერი უნდა იყოს რეალური);
  • გადმომისამართებული მომხმარებლის დაზღვევის შემთხვევაში - 30 ქულა;
  • პირველი ანაზღაურების მიღებისას - 20 ქულა;
  • მოწვეული მეგობრის დარეგისტრირებისას - 10 ქულა;
  • მეგობრის დამატებულ თითო კონტაქტზე - 0.5 ქულა;
  • მეგობრის მიერ გადმომისამართებული მომხმარებლის დაზღვევისას - 15 ქულა;

სიახლე ონჯობზე!

შენ გაქვს უფლება გასცე ავტომფლობელის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისა და სამოგზაურო დაზღვევის პოლისები.

  • მოიძიე დაზღვევით დაინტერესებული პირი და მიიღე თანხმობა ჩვენთვის მისი პერსონალური ინფორმაციის მოწოდების თაობაზე.
  • შეავსე განაცხადი - მიუთითე მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და ატვირთე ყველა საჭირო დოკუმენტი.
  • პოლისის გასააქტიურებლად, მომხმარებლის მიერ თანხის გადახდა უნდა მოხდეს 48 საათის განმავლობაში. გაყიდული პოლისიდან შენ მიიღებ საკომისიოს.

აგენტი საკომისიოს მიიღებს, მის მიერ გაყიდული სადაზღვევო პოლისების შესაბამისად, შემდეგი სქემით:

  • ავტომფლობელის მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხევაში, სადაზღვევო პრემიიის 10%-ს;
  • სამოგზაურო დაზღვევის შემთხევაში, სადაზღვევო პრემიიის 9%-ს;

პოლისის გასაყიდად, გადადი ლინკზე, ატვირთე შენი პირადობის ასლი და გაეცანი წესებსა და პირობებს

X